აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ებრაული საერთაშორისო კომპანიის „J-Group-Global” წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის კომპანია „J-Group-Global”-ის პრეზიდენტი ილია შაპირა და კვლევისა და განვითარების ექსპერტი ალექსანდრე ზოგასი ეწვივნენ.


კომპანიის წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეებს, კვლევითი ინსტიტუტების დირექტორებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.


ბსუ-ს მეცნიერებმა დელეგაციის წევრებთან ერთად, პრეზენტაციები გამართეს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ნიადაგმცოდნეობის, მემბრანული ფილტრაციის საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


საქართველოში კომპანია „J-Group-Global”-ის ინიციატივით, ქართული ტყეების მსოფლიო ბრენდად გადაქცევის მიზნით მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელშიც  ქართველი და ებრაელი მეცნიერები არიან ჩართული. პროექტის მთავარი ამოცანა მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებით, საქართველოს ტყეების აღდგენისა და შენარჩუნების მექანიზმის შემუშავებაა. საერთაშორისო კომპანიამ მსგავსი ტიპის პროექტები რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში უკვე განახორციელა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა