კომპანია ”შიმაძუ”-ს (Shimadzu Corporation) უკრაინის ფილიალის დირექტორმა ალექსანდრე სუხომლინოვმა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ- თანამშრომლებსა და ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ორგანიზაციის მიერ წარმოებული თანამედროვე ანალიზური ტექნიკა წარუდგინა. მომხსენებელმა მკვლევარებს გააცნო გაზური და სითხური ქრომატოგრაფები, მოლეკულური სპექტროსკოპები, გაზური და სითხური ქრომატო-მასს-სპექტრომეტრები, ელემენტალური ანალიზის ხელსაწყოები და საერთო ნახშირბადის და აზოტის ანალიზატორები. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა მეთოდიკების ვალიდაციაზე და ISO 17025 2006 წლის მოთხოვნების შესაბამისი საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციაზე. პრეზენტაციაზე განისაზღვრა ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები ”შიმაძუ”-ს აპარატურის შეძენის სამომავლო პერსპექტივებით, რაც ინსტიტუტს მისცემს შესაძლებლობას აწარმოოს მაღალეფექტური და ზუსტი სამეცნიერო კვლევები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აპარატურის საშუალებით.
კომპანია ”შიმაძუ”-ს ანალიზური ტექნიკა მაღალმოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე, რადგანაც მისი მეშვეობით შესაძლებელია ზუსტი სამეცნიერო კვლევების განხორციელება სხვადასხვა სფეროში წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით.
უკან |