აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ნუნუ კუტალაძე - 70

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი,  სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების განყოფილების მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ნუნუ კუტალაძეს ულოცავს 70 წლის იუბილეს.

ნუნუ კუტალაძე დაიბადა 1947 წლის 21 დეკემბერს. წარჩინებით დაამთავრა თბილისის  მე - 60 საშუალო სკოლა და  სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით. 1970 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის ნიადაგმცოდნეობის აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად, მეცნიერ-თანამშრომლად. პარალელურად სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში,  ნიადაგმცოდნეობის განხრით.

1977 წლიდან მუშაობა გააგრძელა ხელვაჩაურში ახალისოფლის კოლმეურნეობის აგროქიმიის ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1981 წლიდან - სუბტროპიკული ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკად.  2009 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ფოსფორის ტრანსფორმაცია აჭარის წითელმიწა ნიადაგებში და ფოსფორიანი სასუქების ეფექტიანობა ჩაის პლანტაციაში“.

ქალბატონ ნუნუს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აჭარაში სოფლის  მეურნეობის დარგის განვითარებაში. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, სამოცამდე სამეცნიერო შრომა და პუბლიკაცია. სხვადასხვა პერიოდში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კვლევით ინსტიტუტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა