გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„მეტი სპეციალისტი მეტად წარმატებულ ქვეყანას ნიშნავს“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი ჯემალ ბერიძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატ ბანაკის გამარჯვებულია. ის სხვადასხვა საინტერესო აქტივობაშია ჩართული. „წარმატების ფორმულა სწორედ რომ შემდეგს  გულისხმობს: იყო აქტიური, ორიენტირებული განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობის აღმოჩენაზეასევე, როცა საკუთარ თავზე ვსაუბრობარ შემიძლია არ  ვახსენო სპორტი, რადგან ის ერთ-ერთი დიდი  გატაცებაა ჩემთვის. ამიტომ თავისუფალ დროს სპორტით ვარ დაკავებული“, _ აღნიშნავს გაზეთბათუმის უნივერსიტეტთანსაუბრის დროს სტუდენტი.

„უამრავ საგანმანათლებლო პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა, რაც ჩემი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცალსახად რომელიმეს ვერ გამოვარჩევ.

ყველა ადამიანი თავისებურად ინდივიდუალური და უნიკალურია, თუმცა ჩემი აზრით, დებატ ბანაკის წარმომადგენელი უნდა იყოს კომუნიკაბელური, რადგან მარტივად შევიდეს სხვებთან კონტაქტში და რაც მთავარია, უნდა იყოს საღად მოაზროვნე.

ჩვენ კარლ პოპერის დებატების სტილს განვიხილავდით, ჩვენვე ხმათა უმრავლესობით ვარჩევდით სხვადასხვა თემატიკას. რენდომ პროგრამის მეშვეობით კი ვიღებდით ერთ კონკრეტულს. სხვადასხვა თემატიკა იყო ყოველთვის:  ეკოლოგია, ხელოვნება, სოციალური პრობლემები და ა.შ. სტუდენტები უფრო ღრმა ცოდნას იღებდნენ დებატების შესახებ, სწავლობდნენ, ვითარდებოდნენ და საბოლოოდ ეჯიბრებოდნენ ერთანეთს.

ჩემი აზრით, მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს ეხმარება განვითარებაში, უამრავი კარგი თვისების გამომუშავებასა და სხვა მრავალი უნარის შეძენაში. ამიტომ მსგავს პროექტებში ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, მივესალმები.

ჩემი სამომავლო საქმიანობა ბიზნესს უკავშირდება, რაც უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს, ასე ვთქვათ, ადრეული ბავშვობიდანაც. ამიტომაც, საკუთარ თავს ყველანაირად ვაკავშირებ  ამ პროფესიასთან და ვხედავ წარმატებულს მომავალში.

აბიტურიენტებს კი ვურჩევ აირჩიონ ის პროფესია, რომელიც მათთვის იქნება  საინტერესო, რათა სწავლის პროცესი იყოს სასიამოვნო და არა მტანჯველი. ასევე ვურჩევ, რომ აირჩიონ ისეთი პროფესიები, რომელებიც ასე ვთქვათ, ნაკლებად არის „ტრენდში“, მაგრამ რეალურად ეს პროფესიები ბევრად უკეთესი და გამოსაყენებელია... არ გვყავს გარკვეულ დარგებში პროფესიონალები ქვეყანაში. კარგი სპეციალისტი ყველას ჭირდება. რაც მთავარია, არც ერთი პროფესია არ არის სათაკილო,  ყველა სფეროში მეტი სპეციალისტი ნიშნავს, მეტად წარმატებულ ქვეყანას.

ჩემი ჰობი გახლავთ სპორტი, ყველანაირი სპორტული აქტივობა ჩემთვის განტვირთვასთანაა დაკავშირებული. ფეხბურთი და კალათბურთი ნებისმიერ დროს მიტაცებს.

სამომავლო გეგმებზე ამჯერად არ ვისაუბრებ, ნელ-ნელა დაინახავს ყველა. ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე ლაპარაკს, ჯობს, დინებას მივყვეთ“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა