გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

სურათი

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, კურსდამთავრებულებს და უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და თითოეული ჩანაფიქრის ასრულებას. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 89-ჯერ ეგებება ახალ წელს. ფაქტობრივად, თითქმის საუკუნეა, უმაღლესი საგანმანათლებლო კერა, ერთგულად ემსახურება თაობების აღზრდას. 2023 წელი ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის წარმატებული იყო. არაერთმა პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა უნივერსიტეტის ეზო, წარმატებით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი და სხვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობლივი დაუღალავი შრომის შედეგია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ. 2024 წელს თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისა და მოკეთეებისთვის, მოეტანოს მშვიდობა და მორიგი წარმატებები.

მერაბ ხალვაში, ბსუ-ს რექტორი, პროფესორი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა