გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი ათი წლისაა

სურათი

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა ისტორიის, არქე­ოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე, რომლის უმთავრეს ამოც­ანას აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პარალელურად, წარმოადგენს ეროვნული იდეალებ­ისადმი სამსახური და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირების პროცესებისადმი ხელშეწყობა, ამიტომაც ბუნებრივია ის აქტიური პოზიცია, რომელსაც დეპარტ­ამენტი იჩენს საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში.

1990 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისასალმებელ სიტყვაში იმდროინდელმა საქართველოს განათლების მინისტრმა ერთ-ერთ პრიო­რი­ტეტად დასახა მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის დიდი  ცენტრის გახსნა.

2015 წლის 29 მაისის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტის აკადემიური საბჭოს N55 დადგენილებით,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა აღმოს­ავლ­ეთმცოდნეობის დარგობრივი დეპარტამენტი, სადაც ამ ეტაპზე ფუნქციონირებს აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების თურქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო   საგანმანათლებლო პროგრამები.

2015 წლის პირველ სექტემბერს, აღმოსავლეთმცოდნეობის  დეპარტამენტის პირველ ხელმძღვა­ნელად  დაინიშნა  პროფესორი ემზარ მაკარაძე.

ამჟამად დეპარტამენტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ შემდეგი აკადემიური პირები: პროფესორები: ემზარ მაკარაძე, ზაზა შაშიკაძე, ლილე თანდილავა,  ასოცირებული პროფ­ესორები: მანუჩარ ლორია, ლიანა  ჭყონია,  ასისტენტ პროფესორები: ალკაზარ კაშია, ციალა ლაგვილავა, ფილოლოგიის აკადემიური დოქტ­ორები:  ვარდო ჩოხარაძე,  ნონა ნიქაბაძე, ლაშა ბოლქვაძე. ისტორიის აკადემიური დოქტორები: ბექა მაკარაძე, მადონა გოგიტიძე. მასწავლებლები: ზაური შანთაძე, დავით ანდღულაძე. სპეციალისტი: ირმა მიქატაძე.

2015-2025 სასწავლო წელს  აღმოსავ­ლე­თმ­ცოდნეობის დეპა­რტამენტში სამეცნიერო - კვლევითი მიმართ­ულების გაუმჯობესების თვალსაზრისით პრიორიტეტად მივიჩნიეთ „თურქოლოგიის  პრობლემები“.

პრობლემის აქტუალობა გამომდინარეობს თურქეთისა და საქარ­თველოს მნიშვნელოვანი საკითხების, ენის, ლიტერატურის, ისტორიის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, საზოგადოებრივ - პოლიტიკური, სოციალურ - ეკონო­მიკური, კულტურულ - საგანმანათლებლო და სხვა კვლევაში შუა საუკუნ­ეებიდან მოყოლებული დღემდე, რომლებსაც ბევრი საერთო ნიშან­თვისება გააჩნია, ამიტომაც, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თურქოლოგიის  პრო­ბლემებსა და საქართველოს ურთიერ­თობების შესწავლაზე, მათ როლსა და ადგილზე მსოფლიოს ცივი­ლიზებულ სამყაროში.

დღევანდელი გამოწვევების ფონზე  მნიშვნელოვანია გამოვნახოთ საერთო კულტურული ღირე­ბულებები, რომელიც ხელს შეუწყობს  ჩვენი ხალხების დაახლოებას  და   ურთიე­რთგაგებას. ასევე მნიშვნე­ლოვანია  სამეცნიერო კვლ­ევ­ითი გამოცდილებების გაზიარება რაც დააჩქარებს თურქეთში ქართული კულ­ტურული მემკვიდრეობის საერ­თაშორისო ასპარეზზე გატანას და პირიქით, რეგიონში წარმოებული კვლევითი საქმიანობის ჩვენს სინამდვილეში დანერგვას.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აღმოსავლეთმცოდნეობის დარგობრივი დეპარ­ტამენტი, სულ  ათი წლისა.  2015-2025 წლებში, უნივერსიტეტის ხელშეწყობით  მემორ­ანდუმის საფუძველზე ურთიერთობა დავამყარეთ უცხოეთის კვლევით ცენ­ტრებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლებებთან. 

1998 წლიდან დღემდე, დეპარტამენტის აკადემიური პირები  თანა­მშრ­ომლობენ სტამბოლის მინისტრთა საბჭოს (შემდგომში საპრეზიდენტო) საარქივო სამმართველოს ოსმალურ არქივთან;  2000 წლიდან დღემდე კი თურქეთის საის­ტორიო საზოგადოებასთან და   თურქეთის მიწის კადასტრის სახელმწიფო დეპა­რტამენტის არქივთან;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლე­თმც­ოდნეობის დეპარტ­ამენტი, მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს  რიზეს, ართვინის, ერზრუმის, ტრაპიზონის და  სამსუნის უნივერსიტეტებთან. აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცო­დნეობის ინსტიტუტთან.    იუნუს ემრეს  ინსტიტუტის კულტურის ცენტრთან და სხვა.

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი 2018 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ატარებს მოსწავ­ლეთა სამეცნიერო კონფერენციას  - „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. რომლის განხორციე­ლებაში ჩართუ­ლი არიან „თურქოლოგიის“ სპეციალობის სტუდენტებიც.

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის აკადემიური პირები,  მოწვე­ული მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმული საგრანტო და სამეცნიერო საქმიანობაში. 2018 - 2025 წლებში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თურქოლოგიის სპეციალობის ორმოცდ­აათამდე სტუდენტმა.

 2018 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივ­ერს­იტეტის  ჰუმანიტარულ მეცნ­იე­რებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარ­ტამენტის ბაზაზე დაარსდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოს­ავლეთმცოდნეობის მაცნე“,  რომელსაც, 2023 წლის 9 იანვარს, ევროპის საცნო­ბარო ინდექსი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებისთვის -ERIHPLUS-ი მიენიჭა.

უკვე გამოიცა 10 ტომი, რომელშიც აქტიუ­რად ღებულობენ მონაწილეობას ჩვენი დეპარტამენტის აკადემიური და მოწვეული  ლექტორ - მასწავლებლები და   დოქტ­ორანტები.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს ათი წლის იუბილეს, ვუსურვებ ნაყოფიერ საქმიანობას საუნივერსიტეტო, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში.

 

აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის

ხელმძღვანელი, პროფესორი ემზარ მაკარაძე

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა