
2025 წლის ივლისში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის „Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements (DeSIRe)“ ფარგლებში ჩატარდა რვა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს როგორც აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა.
ტრენინგები ემყარებოდა LUT-ის (Lappeenranta University of Technology, ფინეთი) მიერ შემუშავებულ მოდულებს და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტში ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა:
- Module 1 - მედია და ციფრული წიგნიერება
- MOOC 5 - ემოციური და სოციალური ინტელექტი
- Module 4 - პრიორიტეტების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება
- Module 5 - კრეატიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარები
დამატებითი მეთოდები, როგორიცაა ფოტოვოისი, ექვსი მოაზროვნე ქუდი, როლური თამაშები და ჯგუფური ქეის-ანალიზები, ხელი შეუწყო მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და რეალურ სამუშაო თუ სასწავლო გამოწვევებთან ადაპტირებულ გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
- სტუდენტთა შეფასების მიხედვით, ტრენინგები გამორჩეოდა პრაქტიკული აქტივობებით, ინტერაქტიურობითა და ყოველდღიურ სიტუაციებზე მორგებული მასალით.
-
პერსონალის შეფასებით, შეხვედრებმა ხელი შეუწყო პროფესიული ზრდას, თანამშრომლობის კულტურის განმტკიცებასა და ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკების ათვისებას.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ბსუ - ს პროფესორები: რამინ ცინარიძე, ივდით დიასამიძე, ირინე ცინცაძე და ნანი მამულაძე.
„DeSIRe“ პროექტის მიზანია უნივერსიტეტებში რბილი და მულტიდისციპლინური უნარების განვითარება, რომლებიც შესაბამისობაშია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ხელს უწყობს ინკლუზიური, ინოვაციური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას.
უკან |