19-20 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ასისტენტ პროფესორ რამინ ცინარიძის ორგანიზებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში საბაჟო გამშვებ პუნქტს „სარფი,“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას -,,ბათუმი" (ადლია) და შემოსავლების სამსახურის ბათუმის სერვის-ცენტრს ეწვივნენ. სტუდენტები (ფინანსები III კურსი, IV კურსი - დამატებითი სპეციალობა და საბუღალტრო-საგადასახადო საქმე II კურსი) გაეცნენ საბაჟო საზღვრის კვეთის პროცედურებს, ფიზიკური პირის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებათა დათვალიერებას (სკანირებას), მათ იდენტიფიკაციას, ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და რადიაციული კონტროლის პროცედურებს, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლებით ნარკოტიკების აღმოჩენის შემთხვევებსა თუ დეკლარაციების შევსების წესს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟოსა და მომსახურების დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საგადასახადო და საბაჟო სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკა გააცნეს.
შემეცნებითი ხასიათის პროგრამაში ბათუმის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მესამე წელია მონაწილეობს.
უკან |