ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

არჩევნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა არჩევნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13) 2018 წლის 3 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 11 დეკემბერს, 10:00 სთ–17:00 სთ

კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სამოქმედო გეგმა;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დაკავების შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა