23-25 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ, სტუდენტებმა: ნესტან ვარშანიძემ, ლაშა მამულაძემ და გიორგი აბაშიძემ მონაწილეობა მიიღეს საუნივერსიტეტო პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლაში“. პროგრამა მიზნად ისახავდა საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან, ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, რეგიონული, ან ეროვნული მოდელების შექმნასა და პილოტირებას მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად. შერჩეული 6 პროექტიდან, 2 პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობით.
პროგრამა ინიცირებულია პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
უკან |