ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბოლქვაძემ მონაწილეობა სოციალურ მეცნიერებათა მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში. სამეცნიერო სესია 13-14 ივლისს, ბელგიაში, ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა და დარგის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა. ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბოლქვაძემ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: ,,საქართველოს, როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა: ტრენდები, პრობლემები, პერსპექტივები“.
უკან |