ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ფაკულტეტის სტიპენდიანტი სტუდენტები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიების კონკურსი დასრულდა. პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდია ჯილდა აბაშიძეს (მაგისტრატურა, საგანმანათლებლო პროგრამა -  ფინანსები და საბანკო საქმე, მეორე სასწავლო წელი) მიენიჭა, პროფესორ ვალერიან მელქაძის სახელობის საფაკულტეტო სტიპენდია მარიამ შარაბიძემ  (ბაკალავრიატი, საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება, მეოთხე სასწავლო წელი) მოიპოვა,   გივი გამსახურდიას სახელობის საფაკულტეტო სახელობის სტიპენდია - რუსუდან ბარამიძემ (ბაკალავრიატი, საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება, მეორე სასწავლო წელი) მიიღო. შოთა რუსთაველის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია - ნესტან ვარშანიძეს (ბაკალავრიატი, საგანმანათლებლო პროგრამა - ეკონომიკა, მეოთხე სასწავლო წელი) ხვდა წილად, ხოლო ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიის მფლობელი არჩილ ბერიძე (ბაკალავრიატი, საგანმანათლებლო პროგრამა - ეკონომიკა, მესამე სასწავლო წელი) გახდა.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები სტიპენდიატებს ულოცავენ ამ აღიარებას და უსურვებენ მომავალ წარმატებებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა