ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტი გოგიტა ბარამიძე ონლაინ დებატებში „ერთი-ერთზე“ საქართველოს ჩემპიონი გახდა

სურათი

საქართველოს ჩემპიონი ონლაინ დებატებში „ერთი-ერთზე“ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტი გოგიტა ბარამიძე გახდა. პირველობა 20 აპრილის დაიწყო და 6 ივნისს დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე  16-35 წლის 64-მა ახალგაზრდამ. ჩემპიონატი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“  ორგანიზებით და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის პარტნიორობით გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გოგიტა ბარამიძეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა