2022 წლის 10-11 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, SEU-ში, „ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე“. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და დარგის ექსპერტებს.
„ევროპის მწვანე შეთანხმება“ (European Green Deal), არის არამხოლოდ კლიმატმეგობრული გარემოს შექმნის მცდელობაა, არამედ ეკო-აზროვნების სრულიად ახალი ევროპული წესრიგი, რომელსაც უდიდესი ზეგავლენა ექნება ევროკავშირის სამეზობლო ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოზეც. აღნიშნული პროცესების ფონზე მიმდინარეობს საქართველოს საკანონმდებლო რეფორმა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ე.წ. „შეხედულებათა ცვლილების“ და პოლიტიკურ-საკანონმდებლო დაახლოებას ითვალისწინებს.
საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია მიზნად ისახავს, აღნიშნული საზოგადოებრივი ინტერესის სამეცნიერო დისკურსში გადატანას და ევროპის მწვანე შეთანხმების, ახლახან მიღებული ევროპის კლიმატის კანონის საქართველოზე ზეგავლენების სამეცნიერო გააზრებას.
საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორების" კონფერენციისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოცემაში. აღნიშნული სამეცნიერო ჟურნალი ინდექსირებულია რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და ასევე, ხელმისაწვდომია Google Scholar - ის და Sciencegate - ის საძიებო სისტემებში.
ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:
https://www.seu.edu.ge/ka/1422/?c=26
უკან |