ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების“ სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს სოციალური, საზოგადოებრივი და ბიზნეს პროექტები. სასწავლო-პრაქტიკული პროექტები მომზადდა - „პროექტების მენეჯმენტის“ სასწავლო კურსის ფარგლებში და მიზნად ისახავდა სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პროექტების რეალურ გარემოში წარმართვასა და სტუდენტებისთვის პროექტების მართვის უნარების გამომუშავებას.
სტუდენტების სასწავლო-პრაქტიკული პროექტები
,,დავეხმაროთ ერთმანეთს“, ,,ომში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება“, „შენი ალტერ-ეგო“, ,,ერთი დღე ბავშვებს“, ,,გაულამაზოთ ერთი დღე მოხუცებს“, ,,საგანმანათლებლო საათი“, ,,პროექტი, როგორც ცხოვრების ნაწილი“, ,,იყავი ხსვისი ბედნიერების მიზეზი“, ,,იცოდე რისი უფლება გაქვს“, ,,ტრენინგი პერსონალური მონაცემების მნიშვნელობასა და დაცვის შესახებ“, ,,სიკეთის ყუთი“, ,,TS-Gift boxes“, ,,Sakravi records“ და ,,მწვანე გარემოს მეგობრები“.
უკან |