ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ბათუმის ტექნოპარკს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა სტარტაპ ეკოსისტემაში. ასევე, დაინტერესებულ მხარეებს მეტი შესაძლებლობა მიეცეთ, გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები სხვადასხვა საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. ფაკულტეტსა და ბათუმის ტექნოპარკს შორის დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
უკან |