ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბოლქვაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: ,,საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში (პრაქტიკის პრიზმით დანახული რეალობა)’’. საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა განიხილა საქართველოს საინვესტიციო გარემო და ტრენდები, მსმენელებს გაუზიარა სახელმწიფოსა და ინვესტორთა ურთიერთობის შესახებ საკუთარი გამოცდილება და უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფოს მიერ გატარებული საინვესტიციო პოლიტიკის პრაქტიკული იმპლემენტაციის საკითხებით დაინტერესდნენ.
უკან |