ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთში გამართულ მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს 3 -7 ივლისს, ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში გამართულ მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „უკრაინა, ბულგარეთი, ევროკავშირი: მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“. ასოცირებულმა პროფესორმა რამინ ცინარიძემ მოხსენება წარადგინა თემაზე: „ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობანი და რეგიონალური საინვესტიციო მიმზიდველობა“, მოწვეულმა უფროსმა მასწავლებელმა ლაშა ბერიძემ - „საფინანსო ორგანიზაციების როლი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებაში“, დოქტორანტმა გიორგი რიჟვაძემ - „საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ანალიზი“, დოქტორანტმა ალეკო მელაძემ კი - „ქვეყნის საინვესტიციო გარემო და მისი გაუმჯობესების ინოვაციური სტრატეგიები“.

ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები, მასპინძელი, პარტნიორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პირებმა მზაობა გამოხატეს ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო კვლევების ორგანიზების კუთხით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა