ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას პოლონეთში გაივლიან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე   ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2 სტუდენტი, ბექა სარჯველაძე - ფინანსები და საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და თინათინ როდინაძე - ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, სტაჟირებას პოლონეთში ქვემო სილეზიის განვითარების ფონდის Investment DFR-ში გაივლიან. ფონდის  მიზანია ცოდნისა და ფინანსური რესურსების ინვესტირება ქვემო სილეზიიდან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში. სტუდენტები პოლონეთში 3 კვირას გაატარებენ და საინვესტიციო ფონდის თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა