ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტი გოჩა შაინიძე GFC-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გოჩა შაინიძე GFC-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სპორტსმენმა  GFC23-ზე  თურქი სპორტსმენი  ალფარენ კარაბულუთი (9 მოგება და 2 მარცხი) 3 წუთსა და 48 წამში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ქამარს  დაეუფლა. გოჩა შაინიძემ 1 წლის განმავლობაში ორგანიზაციაში მეხუთე ორთაბრძოლა ჩაატარა და ხუთივეში დამაჯერებლად გაიმარჯვა, იგი ასევე  საქართველოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში და შავი ზღვის თასის მფლობელი კიკბოქსინგში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გოჩა შაინიძეს ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა