
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანია „Cenomi Retail Georgia“-ს წარმომადგენლები შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა სტუდენტებს ვაკანსიები, დასაქმებისა და კარიერული შესაძლებლობები გააცნეს, წარმოადგინეს პრეზენტაცია კომპანიის გამოცდილებისა და ბენეფიტების შესახებ. ასევე, სტუდენტებისთვის შეხვედრაზე გათამაშდა სხვადასხვა ბრენდების პროდუქცია. შეხვედრას სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გოგა ბაუჟაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოადგილე რამინ ცინარიძე ესწრებოდნენ.
უკან |