გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შეიცვალა რა უმაღლეს განათლებაში ძირითადი მიდგომები, დაიწყო აკადემიურ სფეროში სასწავლო პროგრამებისათვის დამახასიათებელი თეორიული სწავლების ადაპტაცია თანამედროვე, საბაზრო ურთიერთობებზე ორიენტირებულ სწავლებასთან.
თავდაპირველად, 1994 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით შეიქმნა ეკონომიკისა და მართვის კათედრა (გამგე დოცენტი დ. დიასამიძე), რომელიც ეკონომიკური მიმართულების (არაერთი კათედრის) დეპარტამენტის განვითარებისა და გაფართოების საფუძველი გახდა.
2006 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად ეკონომიკის მიმართულებით მოქმედი ყველა კათედრა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე. დეპარტამენტში სულ იყო 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ერთი სრული, 21 ასოცირებული და 8 ასისტენტ პროფესორი.
2009 წელს ოქტომბერში გაიყო ეკონომიკის დეპარტამენტი ორ დარგობრივ დეპარტამენტად:
- ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის;
- ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების.
ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტს 2009-2013 წლამდე ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე, 2013-2014 წლებში ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გელა მამულაძე, 2014-2015 წლებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე.
2015 წლის იანვარში ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი ისევ გაიყო ორ - ბიზნესის ადმინისტრირების დარგობრივ და ეკონომიკის დარგობრივ დეპარტამენტებად.
2015 წელს ჩამოყალიბდა ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტი, რომელსაც 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ბადრი გეჩბაია.
2023 წლის სექტემბრიდან ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგობრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ბიზნესის მართვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნანული მახარაძე.
ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგობრივ დეპარტამენტში 22 თანამშრომელია, მათ შორის 3 პროფესორი, 7 ასოცირებული პროფესორი და 3 ასისტენტ-პროფესორი, 9 მოწვეული მასწავლებელი, აკადემიური დოქტორები.
ამჟამად, ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტში მოქმედია:
- საბაკალვრო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (მოდული - მენეჯმენტი; მარკეტინგი);
- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (კონცენტრაცია - ბიზნესკომუნიკაციების მენეჯმენტი; მარკეტინგი; ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა; საერთაშორისო ბიზნესი);
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“. დეპარტამენტში 2009 წლიდან დღემდე მომზადდა 60-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია, რომელთა ავტორები აქტიურად არის ჩართული სასწავლო თუ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ეკონომიკისა და ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით.
უკან |