ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სადოქტორო პროექტები

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა “ბიზნესის ადმინისტრირება”

ინფორმაცია დოქტორანტურაში ჩარიცხვით დაინტერესებული პირებისათვის- „2025-2026 სასწავლო წელს ბსუ-სადოქტორო პროგრამებზე მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ”

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 22 ივლისის № 06-01/71 დადგენილებით განისაზღვრა 2025-2026 სასწავლო წელს ბსუ-ს სადოქტორო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი, კვლევითი პროექტების დასახელება და სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელები (თანახელმძღვანელები), რომლის მიხედვითაც “ბიზნესის ადმინისტრირების”  სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამაზე განისაზღვრა 3 (სამი) მისაღები ადგილის ოდენობით. 

  1. სადოქტორო ნაშრომის კვლევითი პროექტის დასახელება - „მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიებსა და ოპერაციებში“.

სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბსუ-ს ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლეილა ცეცხლაძე. საკონტაქტო ინფორმაცია: Tsetskhladze.leila@bsu.edu.ge

  1. სადოქტორო ნაშრომის კვლევითი პროექტის დასახელება - „საქართველოში ინტელექტუალური რესურსების განვითარების შესაძლებლობები და მისი როლი კომპანიის კონკურენტუნარიანობის მოპოვებაში“.

სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბსუ-ს ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირმა ჩხაიძე. საკონტაქტო ინფორმაცია: chkhaidzze.irma@bsu.edu.ge

  1. სადოქტორო ნაშრომის კვლევითი პროექტის დასახელება - „კომპანიის რისკ-მენეჯმენტის სტრატეგიების ინტეგრაცია და იმპლემენტაცია კორპორატიულ მართვაში“.

სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი: ბსუ-ს ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი რეზო მანველიძე. საკონტაქტო ინფორმაცია: manvelizde.revaz@bsu.edu.ge

2025-2026 სასწავლო წელს ბსუ-ს „ბიზნესის ადმინისტრირების“ სადოქტორო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი, კვლევითი პროექტების დასახელება და სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელები (თანახელმძღვანელები) 

  1. მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიებსა და ოპერაციებში
  2. კომპანიის რისკ მენეჯმენტის სტრატეგიების ინტეგრაცია და იმპლემენტაცია კორპორატიულ  მართვაში 
  3. საქართველოში ინელექტუალური რესურსის განვითარების შესაძლებლობები და მისი როლი კომპანიის  კონკურენტუნარიანობის მოპოვებაში 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა