ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი აცხადებს ფაკულტეტის ლოგოსა და სლოგანის კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკონკურსო მასალა, როგორც ერთობლივად (ლოგო და სლოგანი), ასევე ცალ-ცალკე (მხოლოდ ლოგო ან მხოლოდ სლოგანი).
ფაკულტეტის ლოგოს კრიტერიუმები:
1) ლოგოს უნდა ჰქონდეს ოთხკუთხედი ფორმა;
2) დომინანტი ფერი უნდა იყოს ლურჯი;
3) ლოგოზე გამოსახული უნდა იყოს სიმბოლო, რომელიც ახასიათებს ეკონომიკას, ბიზნესს;
4) ლოგო უნდა წარმოადგენდეს ფაკულტეტის იდეასა და კონცეფციას;
5) ლოგო არ უნდა წარმოადგენდეს პლაგიატს.
ფაკულტეტის სლოგანის კრიტერიუმები:
1) სლოგანი უნდა იყოს ლაკონური და ინფორმაციული;
2) სლოგანი უნდა წარმოადგენდეს ფაკულტეტის იდეასა და კონცეფციას;
3) სლოგანი არ უნდა წარმოადგენდეს პლაგიატს.
ფაკულტეტის ლოგოსა და სლოგანს შეარჩევს და დაამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. მასალების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.
მისამართი: ფაკულტეტის სამდივნო, ოთახი N-416; ელფოსტა: raminitsinaridze@gmail.com
გამოგზავნილ მასალებს თან უნდა დაურთოთ თქვენი:
1) სახელი, გვარი;
2) სპეციალობა, კურსი (სტუდენტებისათვის);
3) ლოგოს ან/და სლოგანის მოკლე აღწერა;
4) ლოგოს ესკიზი.
უკან |