ქართველოლოგიის ცენტრი

მონოგრაფია „ტაო“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ერთობლივი მონოგრაფია „ტაო“ გამოვიდა. წიგნი მკვლევართა მრავალწლიანი შრომის შედეგია და მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში. მონოგრაფიაში ისტორიულ ტაოში კომპლექსური საველე ექსპედიციებით  შეკრებილ მასალებზე, ქართულ და ოსმალურ საისტორიო წყაროებზე, ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით  შესწავლილია ჭოროხის ხეობაში მდებარე ისტორიული ტაოს ქვეყანა, - ტაოს ისტორია, მატერიალური კულტური ძეგლები, ლიტერატურული და სამწიგნობრო სკოლები, ტაოური სოფელი თანამედროვე თურქეთში, ტაოელთა ყოფა, ფოლკლორი,  ტაოური დიალექტი, ტაოს ონომასტიკა.

გამოკვლევას ერთვის ტაოური ფოლკლორისა და კილოს მასალები ლექსიკონითურთ, რეზიუმე ინგლისურ ენაზე და ფოტომასალა.

მონოგრაფიის ავტორები არიან პროფესორები: მამია ფაღავა (იდეის ავტორი და რედაქტორი), †მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე, მალხაზ ჩოხარაძე, თინა შიოშვილი, რამაზ ხალვაში, ნუგზარ მგელაძე, ასოცირებული პროფესორები: ზაზა შაშიკაძე, მერაბ ხალვაში, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ჯემალ კარალიძე.

მონოგრაფია განკუთვნილია ისტორიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორისტიკის, ქართული დიალექტოლოგიის, ისტორიული გეოგრაფიის პრობლემებით დაინტერესებული სპეციალისტებისა და ისტორიული სამხრეთ საქართველოთი დაინტერესებულ მკითხველთათვის.

„ტაოს“ სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი მამია ფაღავა, კოორდინატორი - პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა