
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში გრანტის პრეზენტაცია გაიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ და ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა რუსლან ბარამიძემ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ (საგრანტო ხელშეკრულება #57/06) ფარგლებში მიმდინარე წლის მაისში თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, მარმარილოს ზღვის რეგიონში ჩატარებული საველე სამუშაოების შედეგები გააცნეს.
უკან |