
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა თემაზე: ,,ართვინის მეჩეთები“. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ და ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა რუსლან ბარამიძემ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის ,,ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“ (საგრანტო ხელშეკრულება #57/06) ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის ილში ჩატარებული საველე სამუშაოების შედეგები გააცნეს.
უკან |