
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის “კლარჯეთი“ (საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი მამია ფაღავა, მენეჯერი - პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე) ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის XI სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევარებმა და დოქტორანტებმა სესიაზე აგვისტოში, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში წარმოებული ათდღიანი ექსპედიციის შედეგები შეაჯამეს. კლარჯეთის სოფლებში მოპოვებული ფოლკლორული, დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური, ონომასტიკური და მატერიალური კულტურის ძეგლების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალები სამეცნიერო მიმოქცევაში სათანადო დამუშავების შემდეგ შევა და გამოყენებული იქნება კომპლექსურ მონოგრაფიაში „კლარჯეთი“.
უკან |