გამოცხადდა კონკურსი ეიფელის სტიპენდია - 2021-ის მოსაპოვებლად. განაცხადები მიიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით (მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას). ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე).
კონკურსი გამოცხადდა შემდეგი მიმართულებით:
ბაკალავრიატი
სამართალი;
ეკონომიკა და მართვა;
პოლიტიკური მეცნიერებები.
მაგისტრატურა - საინჟინრო მეცნიერებები.
დოქტორანტურა
საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.
ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე:
https://www.campusfrance.org/fr/le-programme-de-bourses-d-excellence-eiffel
უკან |