დოქტორანტურა

სასტიპენდიო კონკურსი დოქტორანტებისათვის

სურათი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტი აცხადებენ კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2021-2022 წელს.


სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი.
საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა.
საფრანგეთში გამგზავრების პერიოდი - 2021 წლის სექტემბერი - 2022 წლის აპრილი. 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3ynpBIJ


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა