ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა პროფესორ-მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის ატარებს ტრენინგს თემაზე: „ღია განათლება და ღია საგანმანათლებლო რესურსები“. ტრენინგი წარიმართება შემდეგ თემატიკაზე: განათლების თანამედროვე გამოწვევები - პანდემია კოვიდ -19; დისტანციურ სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაცია საქართველოში (გამოკითხვა რეაგირების სისტემის MENTIMETER-ის საშუალებით); საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება (UNESCO) და დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება; ღია განათლება როგორც თანამედროვეობის მიღწევა; ღია საგანმანათლებლო რესურსები, ტიპები, გამოყენების სარგებელი და შედეგები და ღია ლიცენზია - CREATIVE COMMONS.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSeUEKMLVmiC9b.../viewform
იხ. ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeUEKMLVmiC9b2ISq-DpKk1ZsRHErjNAmWGwGYn6SnHnhJFLQ/viewform?fbclid=IwAR3zNX7U32gsb7ifTd1Rpws4cB-FriJ6mgrvlWOKdIHtrqZr3d2AxvRca2k
ტრენინგის ფარგლებში შედგება 4 შეხვედრა:
I ნაკადი
11 დეკემბერი - 12:00-15:00 საათი;
13 დეკემბერი - 17:00-20:00 საათი;
II ნაკადი
11 დეკემბერი - 16:00-19:00 საათი;
14 დეკემბერი - 17:00-20:00 საათი;
ტრენერები:
ნათია ქოჩლაძე;
დარეჯან ცუცქირიძე;
ტრენინგის მსვლელობა იქნება ინტერაქტიული, ჯგუფებში მუშაობის შედეგად მონაწილეები შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას:
ჯგუფური პრაქტიკული სამუშაო;
დამოუკიდებელი სამუშაო;
პრეზენტაციის წარდგენა (2-3 წთ);
ტრენინგი გაიმართება online ფორმატით, zoom-ის პლატფორმის საშუალებით!
უკან |