ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისათვის სამეცნიერო ბაზებისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. სამსახურის უფროსმა თამარ მაჩუტაძემ ახალგაზრდა მკვლევრებს სამეცნიერო ბაზების გამოყენებისა და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობები გააცნო. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ: 2022 წლის 30 აპრილამდე და 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.
უკან |