იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2023 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში. მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები წარმოადგინეთ საქართველოში იაპონიის საელჩოში 24 ივნისამდე.
კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
ტელ: +995-32-2752111
ელფოსტა: culture@tb.mofa.go.jp
პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებგვერდებიდან:
საბაკალავრო პროგრამა:
https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_undergraduate.html
მკვლევრის პროგრამა:
https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_research.html
მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ პროგრამის გაიდლაინების ყურადღებით გაცნობა. არასაკმარისი დუკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აპლიკაცია შეიძლება იყოს უარყოფილი.
პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდის საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში.
საელჩო გასაუბრებაზე მოიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.
უკან |