დოქტორანტურა

VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“

2022 წლის 24 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში,  ონლაინ რეჟიმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“. კონფერენციის მასალები სტატიების სახით გამოქვეყნდება შემდეგ ჟურნალებში: „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“, „ეკონომიკა, ეკოლოგია, სოციუმი“.

მოხსენებები შეიძლება ეძღვნებოდეს საზღვაო დარგის, ეკონომიკისა და მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის, ლოგისტიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, განათლების ადმინისტრირების აქტუალურ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს, დარგების განვითარებას.

კონფერენციის ენებია: ქართული, ინგლისური.

ბსუ-დან საკონტაქტო პირი: ბადრი გეჩბაია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (ტელ: 593 722 115, ელფოსტა: gechbaia.badri@bsu.edu.ge).
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა