2022 წლის 26-28 აგვისტოს, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში იმართება I საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: „მრავალფეროვნება და ჩართულობა სამეცნიერო სფეროში“ (Diversity and Inclusion in Scientific Area). კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების კრებულში (ISBN 978-83-7138-64-0) და კონფერენციის მასალების ელექტრონული კრებული განთავსდება ვებგვერდზე. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციაში მონაწილეთა საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 16 აგვისტო, ელმისამართზე: info@interconf.top
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორებს, მკვლევრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს, სტუდენტებსა და სხვადასხვა სამეცნიერო პროფილის სპეციალისტებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.
უკან |