გამოცხადდა მიღება KIX EAP-ის ორ სასწავლო კურსზე: „განათლების პოლიტიკის დაგეგმვის გაუმჯობესების საშუალებები" და „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება". კურსები პროფესიული განვითარების შესაძლობლობას სთავაზობს ექსპერტებს განათლების დარგში GPE-ს ევროპის აზიისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებიდან. ექსპერტები გაიღრმავებენ ცოდნას ანალიზის, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და გამოცდილებების გაზიარების ინოვაციური გზით.
1. სასწავლო კურსი N4 (20 სექტემბრიდან - 11 ნოემბრამდე) „განათლების პოლიტიკის დაგეგმვის გაუმჯობესების საშუალებები"- ორიენტირებულია განათლების პოლიტიკის დაგეგმვის გასაუმჯობესებლად სისტემური შეფერხებების იდენტიფიცირების შესწავლასა და სისტემის მუშაობის ანალიზისთვის დიაგნოსტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაზე.
2. სასწავლო კურსი N5 (23 სექტემბრიდან- 11 ნოემბრამდე) „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება"- ორიენტირებულია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გაუმჯობესებაზე.
აპლიკაციები მიღების ბოლო ვადა გახლავთ მიმდინარე წლის 22 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული: https://www.norrag.org
უკან |