შვეიცარიის მთავრობა 2023-2024 წლისათვის სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო მიმართულებით კვლევით სტიპენდიებს აცხადებს. მიიღებიან მაღალკვალიფიციური დოქტორანტები ყველა აკადემიური სფეროდან, ასევე ახალგაზრდა მედიკოსები, რომლებიც 1987 წლის 31 დეკემბრის შემდეგ არიან დაბადებულები. ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს CHF 1920 შვეიცარულ ფრანკს. პროგრამა იწყება 2023 წლის 1 სექტემბერს და მაქსიმუმ 12 თვე გაგრძელდება. საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ნოემბერი,14:00 საათი.
დაინტერესებულ პირებს, შეკითხვების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს შემდეგ ელმისამართზე: tbilisi@eda.admin.ch
დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად მოცემულია ბმული: www.sbfi.admin.ch/scholarships_eng
დანართიუკან |