![გადიდება სურათი](http://bsu.ge/text_images/ge_pic_17316_1_s.png)
კორეის განვითარების ინსტიტუტი (Korea Development Institute, KDI) აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიებს 2023 წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის. განცხადების მიღება წარმოებს მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე. ონლაინ აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://gradnet.kr/kdis/main
სამაგისტრო პროგრამები:
- საჯარო პოლიტიკა;
- განვითარების პოლიტიკა;
- საჯარო მართვა;
- ინტელექტუალური საკუთრება და საინოვაციო პოლიტიკა.
სადოქტორო პროგრამები:
- საჯარო პოლიტიკა;
- განვითარების პოლიტიკა.
27 აგვისტოს გაიმართება გასაუბრება აღნიშნული პროგრამის თაობაზე ონლაინ ფორმატის რეჟიმში (შესაბამისი QR კოდი მითითებულია დანართში წარმოდგენილ პოსტერში).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.
![](http://bsu.ge/images/pdf.png)
უკან |