2022 წლის 6-7 ოქტომბერსს იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი – საქართველო, ორსაუკუნოვანი დიალოგი“. კონფერენცია ეძღვნება კავშირ „პოლონიას“მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს და იმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გაგადზავნოთ მოხსენების თეზისები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: larmaria19@yahoo.com ან maicha@mail.ru
დაგეგმილია შემდეგი სექციების მუშაობა:
- ისტორია და პოლიტოლოგია.
- ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები
- კულტურა და ხელოვნება
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, პოლონური და რუსული.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი;
თეზისების გაფორმების წესი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
მოხსენებათა ტექსტები დაიბეჭდება კონფერენციის შემდეგ და სტატიის გაფორმების წესს გამოგიგზავნით 15 ოქტომბერს.
დანართი
უკან |