2022 წლის 29-30 ოქტომბერს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ატარებს მესამე საერთაშორისო კონფერენციას - „ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“. კონფერენცია გაიმართება შემდეგ თემატიკაზე: ტერმინოლოგიის დაგეგმვა, სტანდარტიზაცია, ციფრული ეპოქა და ტერმინოლოგია, დარგობრივი ტერმინოლოგიის წარმოშობისა და ჩამოყალიბების ისტორიის საკითხები, ეროვნული ცნებები და ტერმინები. თეზისების მიღების ვადა არის 2022 წლის 25 სექტემბრამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
უკან |