დოქტორანტურა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი"

2022 წლის 26-27 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი". კონფერენცია შერეულ - რეალურ და ონლაინფორმატში გაიმართება.  მისი მიზანია  ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების განვითარება და ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ფილოლოგია
  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • კულტუროლოგია

   ძირითადი მოთხოვნები:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს;

საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;

თეზისები უნდა გადმოიგზავნოს ქართულ და ინგლისურ ენებზე; მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას;

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდი

https://georgianstudies.ug.edu.ge/conferences

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა