ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ღარიბაშვილი ეწვია. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ მარინა გიორგაძესთან, სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენლებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, დოქტორანტებთან გამართულ შეხვედრებზე თამარ ღარიბაშვილმა ფრანგული ფილოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფრანგული AUF-ის და CEF პროექტები წარმოადგინა. სტუმარმა ასევე ისაუბრა ფრანგული ენის გამოყენების ხელშეწყობაზე სწავლებასა და კვლევებში, სტუდენტების მობილობისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე.
თამარ ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა დოქტორანტის მხარდამჭერ სხვა ღონისძიებებსა და კონკურსებს. სამეცნიერო კვლევების სამსახურთან თანამშრომლობით შემუშავდა სამეცნიერო მიმართულებით აქტივობები.
უკან |