
კორეის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა 2025 წლის გაზაფხულის სემესტრიდან აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით:
სამაგისტრო პროგრამები:
- საჯარო პოლიტიკის მაგისტრი (MPP);
- განვითარების პოლიტიკის მაგისტრი (MDP);
- საჯარო მენეჯმენტის მაგისტრი (MPM);
- მონაცემთა მეცნიერების მაგისტრი საჯარო პოლიტიკასა და მენეჯმენტში (MDS);
- ინტელექტუალური საკუთრების და განვითარების პოლიტიკის მაგისტრი (MIPD).
სადოქტორო პროგრამები:
- დოქტორი საჯარო პოლიტიკაში (PP);
- დოქტორი განვითარების პოლიტიკაში (DP).
სტიპენდიის ფარგლებში კორეის მთავრობა უზრუნველყოფს სწავლის გადასახადისა და საერთო საცხოვრებლის ხარჯებს. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 12-დან 30 აგვისტომდე.
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით.

უკან |