
სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს. დოქტორანტებისთვის პროგრამის ხანგრძლივობაა 11 თვე. ყოველთვიური სტიპენდია- 700 ევრო.
ლატვიური მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სასწავლო ხარჯებს, ხოლო ფრენისა და დაზღვევის ხარჯებს ანაზღაურებენ თავად სტუდენტები.
გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციები მიიღება 2025 წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 1 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ონლაინ შემდეგი ელ. ბმულის მეშვეობით: https://scholarships.viaa.gov.lv.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ წარდგენილია თანდართულ ფაილებში.


უკან |