დოქტორანტურა

მოკლევადიანი კურსი „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“

სურათი

ბსუ-ს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ტარდება მოკლევადიანი კურსი „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“. კურსი მოიცავს კვლევის დაგემვა-განხორციელებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა, მონაცემთა მართვა, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა, ღია მეცნიერება, ასევე პლაგიატისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები.

კურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ფარგლებში და ტარდება ბსუ-დან პროექტში ჩართული პერსონალის მიერ.

„ერაზმუს+“-ის პროექტის  კურსი ჩატარდება ონლაინ ფორმატით 2025 წლის 5 მარტიდან 16:00 საათიდან.

კურსის ხანგრძლივობაა 16 საკონტაქტო საათი.

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/T2TzKhuZ31nAXJCF8

შეხვედრის ბმულიhttps://bsu-edu-ge.zoom.us/j/2105061436

Meeting ID: 210 506 1436 

Passcode: qkugD6  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა