
5-8 მარტს ბსუ-ს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტებისათვის ჩატარდა მოკლევადიანი კურსი (16 საკონტაქტო საათი) „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“. კურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ფარგლებში. კურსს უძღვებოდა პროექტის ძირითადი პერსონალი.
კურსი მოიცავდა კვლევის დაგეგმვა-განხორციელებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა, მონაცემთა მართვა, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა, ღია მეცნიერება, პლაგიატისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები.
უკან |