დოქტორანტურა

გამოცხადდა რუსთაველის ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი

სურათი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი აცხადებს მობილობის სასტიპენდიო პროგრამას დოქტორანტებისათვის.

 
კონკურსი ღიაა ყველა მიმართულებისა და სპეციალობის დოქტორანტისათვის, რომელიც ირიცხება ქართულ უნივერსიტეტში.
 

კონკურსის ძირითადი პირობებია:

  1. პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2 თვეს;
  2. ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ დოქტორანტურის საფეხურზე სამი მიწვეული მკვლევრის სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში;
  3. პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას;
  4. მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მენტორის აყვანას, რომელიც იქნება შესაბამისი სფეროს მკვლევარი;
  5. კონკურსის დაფინანსებას უზრუნველყოფენ ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად;
  6. ერთი გამარჯვებული მიწვეული მკვლევრის დაფინანსება შეადგენს 2,100 (ორი ათას ასი) ევროს ეკვივალენტს ლარში;
  7. მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებლის, ავიაბილეთის (ორი მიმართულების) და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. 

კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:

 

ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 22 მაისი - 20 ივნისი 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge

 ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა – 2025 წლის 25 ივნისი 17:00 საათამდე.

 
დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: https://shorturl.at/S1Gbk
 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა