
კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
2 ივლისიდან - 30 ივლისის 16:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია 8 ივლისი, 15:00 საათი - შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს
ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები 16 და 24 ივლისი, 14:30 საათი - (შეხვედრებზე დასასწრები ბმულები გამოქვეყნდება მოგვიანებით).
23 ივლისის 18:00 საათი – კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
12 აგვისტოს 18:00 საათამდე - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
აგვისტო-სექტემბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
სექტემბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ოქტომბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;
ოქტომბერი - ნოემბერი - დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;
ოქტომბერი - ნოემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
ოქტომბერი - ნოემბერი - გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://rustaveli.org.
უკან |