სემინარები

"აფხაზთა მუჰაჯირობა აჭარაში"- ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ჯემალ კარალიძე. 3 ივლისი 2018 წელი 11:00 აუდიტორია# 3

რუსეთმა, სძლია რა ხანგრძლივ და დაძაბულ დაპირისპირებაში თავის მეტოქეებს , XIX საუკუნის დასაწყისისათვის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონი, კავკასია დაიქვემდებარა. მაგრამ მას სურდა ახლად შეერთებული მხარე პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისითაც  აეთვისებინა, რათა იგი იმპერიის ორგანულ და განუყოფელ ნაწილად გადაექცია. ამისათვის აუცილებელი იყო  კავკასიის ფართომასშტაბიანი კოლონიზაცია, რომელიც ვერ განხორციელდებოდა თავისუფალი მიწის ფონდის გარეშე. სწორედ ეს იყო  კავკასიის არაერთი ერის, მათ შორის აფხაზთა მშობლიური ადგილებიდან აყრისა და ოსმალეთში გადასახლების - მუჰაჯირობის ძირითადი მიზეზი. აფხაზეთის მოსახლეობის გასახლების საკითხში  რუსეთისა და ოსმალეთის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მშობლიური ადგილებიდან აყრილი აფხაზები ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. ასე აღმოჩნდნენ აფხაზი მუჰაჯირები აჭარაში, სადაც ადგილობრივმა ქართველობამ ისინი თბილად მიიღო და შეიფარა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა