სემინარები

ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თამარ ბერიძის სემინარი თემაზე: "MICE-ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში" ჩატარდება 3 ივლისს, 12 საათზე, # 5.

ტურიზმი XXI საუკუნეში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვანი ადგილი  დაიჭირა მსოფლიო ეკონომიკაში.

MICE ტურიზმი, იგივე საქმიანი ტურიზმი, თანამედროვე ტურიზმის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და პერსპექტიული მიმართულებაა მსოფლიოში. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში და ინტეგრაციაში. MICE ტურიზმი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას, საქმიანი ურთიერთობის დამყარებას, ახალი იდეების და გამოცდილების გაზიარებას, ტექნოლოგიების და მომიჯნავე დარგების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ინოვაციების დანერგვას და  ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

MICE ტურიზმი, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ, კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე,  საქართველოში  ახალ,   სწრაფად განვითარებად ტურისტულ სფეროს წარმოადგენს. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე აქვს ჩვენს ქვეყანას  აქვს პერსპექტივები MICE ტურიზმის განვითარებისათვის.

საქმიანი ტურიზმი სავსებით შესაძლებელია მომგებიანი მიმართულება გახდეს ჩვენი ქვეყნისათვის, ამისათვის აუცილებელია მსოფლიო გამოცდილებისა და გამოწვევების შესწავლაზე დაყრდნობით MICE ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, თანამედროვე საქმიანი ტურისტის სურვილებისა და საჭიროებების გააზრება, მიზნობრივი ბაზრების განსაზღვრა და მათი კვლევა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა